თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსით ინფიცირებულის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა
თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსით ინფიცირებულის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტია მოთავსებული. ამის შესახებ ჰოსპიტლის კლინიკურმა დირექტორმა, კახაბერ ბეროზაშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, კლინიკაში სულ 33 პაციენტია მოთავსებული.

„თბილისის ზღვის ჰოსპიტალში ამ დროისათვის „კოვიდ-19“-ის დადასტურებული ერთი შემთხვევა ფიქსირდება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და საშუალო სიმძიმის. აღენიშნება პნევმონია. ზოგადი მდგომარეობა არის სტაბილური. რაც შეეხება პირველწყაროს, ამ საკითხის გარკვევით დაავადებათა კონტროლის ცენტრია დაკავებული. პაციენტს უფიქსირდება საზღვრის კვეთა თვის დასაწყისში, მას შემდეგ იყო სახლში. რამდენჯერმე აღენიშნა ცხელება. ოჯახის ექიმთან მიმართვის შემდეგ მომართა კლინიკას. შემოყვანილია სასწრაფოს მიერ.

დღეს ველოდებით კიდევ ლუგარის ლაბორატორიას, რათა აიღოს რამდენიმე პაციენტზე ანალიზი. ჯამში 33 პაციენტია, აქედან ოთხი რეანიმაციაში, დანარჩენი თერაპიაში. რეანიმაციაში ვინც არის, მათი ანალიზები უარყოფითი მოვიდა. აქვთ თანმხლები ბევრი დაავადება. ორი მათგანი იმყოფება მართვით სუნთქვაზე“, – განაცხადა კახა ბეროზაშვილმა.