თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა
თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
როგორც ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მარეხი ბექაიამ განაცხადა, გუშინ 38 პირი გამოიკვლიეს და ყველას პასუხი უარყოფითი იყო.
მისივე თქმით, ამჟამად კლინიკაში 44 პაციენტი იმყოფება.
„დაწყებულია პაციენტების გადაყვანა. მათშორის გუშინ კვლევაში მყოფი პაციენტების პასუხებიც მოვიდა ისინიც უარყოფითია და კლინიკიდან გადაყვანილი არიან. არის საშუალო და მსუბუქი სიმძიმის პაციენტები. მძიმე პაციენტი კლინიკაში არ გვყავს. ვისაც პათოლოგიები ჰქონდათ სომატურ კლინიკებში გადაიყვანეს და ვისთანაც პათოლოგია არ იყო დაფიქსირებული, საკარანტინო სივრცეებში გადაანაწილეს. დღე-ღამის განმავლობაში გუშინ გაეწერა 38 და მიღებულია ისევ 38 პაციენტი. დღეს დილით დაწყებულია ტესტების აღება საკარანტინო ზონაში გადაყვანილ ჩვენ პერსონალთან. ისინი ხვალ კარანტინს ამთავრებენ და ამიტომ დღეს მათთან ტესტის აღება გადავწყვიტეთ. 14 საათისთვის დაწყებული იქნება კლინიკაში პაციენტებზე ტესტების აღება. მათშორის ტესტი გაუკეთედებათ პერსონალსაც. ხვალ უკვე მეორე ცვლა ამთავრებს თავის ორკვირიან მუშაობას და ახალი ცვლისთვის დაწყებული იქნება აღება“, – განაცხადა მარეხი ბექაიამ.