თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსი ოთხ პირს დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს კლინიკის პრესსამსახურში დაუდასტურეს.
პაციენტები ჰოსპიტალში არსებულ ცხელების ცენტრში იყვნენ მოთავსებული.
აღნიშნულ საკითხზე თბილისის ზღვის ჰოსპიტალში განცხადება 11:00 საათზე გაკეთდება.