თბილისის ზღვის ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ გუშინ კლინიკიდან გადაგზავნილი 40 ნიმუშიდან კორონავირუსი არც ერთ პაციენტს არ დაუდასტურდა
თბილისის ზღვის ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ გუშინ კლინიკიდან გადაგზავნილი 40 ნიმუშიდან კორონავირუსი არც ერთ პაციენტს არ დაუდასტურდა

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში დღეის მდგომარეობით 47 პაციენტია მოთავსებული, – ამის შესახებ კრიტიკული მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელმა მარეხი ბექაიამ განაცხადა. ​

როგორც მარეხი ბექაიამ აღნიშნა, კორონავირუსზე გაგზავნილი 45 ნიმუშიდან, 40 პაციენტის ანალიზის პასუხი ცნობილია და კორონავირუსი არც ერთ არ დაუდასტურდა.

„ხუთი პაციენტის პასუხი მოგვიანებით გახდება ცნობილი. კლინიკაში შემოყვანილ პაციენტებს შორის არიან მძიმე პაციენტებიც, რომელთაც ცხელება და პნევმონია აქვთ. ისინი გადანაწილდებიან სხვადასხვა მრავალპროფილურ კლინიკებში“, – განაცხადა მარეხი ბექაიამ.