თბილისის ზღვის ჰოსპიტალში 24 პაციენტი გამოიკვლიეს, 23-ს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, ერთის კვლევა კი გრძელდება
თბილისის ზღვის ჰოსპიტალში 24 პაციენტი გამოიკვლიეს, 23-ს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, ერთის კვლევა კი გრძელდება

თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მარეხი ბექაიას განცხადებით, კლინიკაში ამჟამად 42 პაციენტი იმყოფება.

როგორც მარეხი ბექაიამ აღნიშნა, 24 პაციენტის კვლევა გუშინ ჩატარდა, 23-ს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, ერთი პაციენტის კვლევა კი გრძელდება.

„გუშინ, ლუგარის ლაბორატორიაში სულ გაგზავნილი იყო 70 კვლევა, აქედან 23 იყო კარანტინში მყოფი ჩვენი პირველი ცვლის თანამშრომლების კვლევა. ჩვენს 46 თანამშრომელს კვლევა ჩაუტარდა, საიდანაც სამის კვლევა ჯერ არ არის დასრულებული, დანარჩენი 43 თანამშრომლის კვლევა არის უარყოფითი“, – განაცხადა მარეხი ბექაიამ.