„თბილისის ზღვის ჰოსპიტლის“ ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
„თბილისის ზღვის ჰოსპიტლის“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარეხ ბექაია აცხადებს, რომ კლინიკის ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
როგორც მარეხ ბექაიამ განაცხადა, ინფიცირებულების მდგომარეობა არის მსუბუქი, თუმცა ისინი გადაყვანილი არიან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში.
„ამჟამად, კლინიკაში 50 პაციენტი მკურნალობს, გუშინ მიღებული პაციენტებიდან 38 პაციენტის ანალიზი გაგზავნილი იყო ლუგარის ლაბორატორიაში, აქედან მიღებული იყო ოთხი დადასტურებული პასუხი. პაციენტები გადაყვანილი არიან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. 50 პაციენტიდან ერთი არის რეანიმაციაში, 49 არის თერაპიული პაციენტში, მართვით სუნთქვაზე არც ერთი პაციენტი არ არის. გუშინ, მოგვიანებით მოვიდა ორი პასუხი, ეს იყო ჩვენი მედპერსონალის პასუხები, დადასტურებული კორონავირუსი.
მათი მდგომარეობა არის მსუბუქი, თუმცა ისინი გადაყვანილი არიან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. გუშინ ეპიდემიოლოგებთან შეთანხმებით შეჩერებული იყო მიღება კლინიკაში, ვიდრე არ განისაზღვრა მომსახურე პერსონალის ტემპერატურა, რის შემდეგაც ღამე კვლავ გაიხსნა მიღება. მედპერსონალთან, ვისთანაც ჰქონდა შეხება, ყველას სია არის, კარანტინის მდგომარეობაში არიან გადაყვანილი, მათ შორის ის პაციენტები, ვისთანაც მუშაობდნენ, თუმცა მათი მომსახურების არეალი მცირეა. ვისგან გადაედოთ, ზუსტად არ არის ცნობილი, ფიქრობენ, რომ იმდენად მცირე დროა გასული, შესაძლოა, ეს შემოტანილი დაავადება ყოფილიყო ანუ, მატარებლები ყოფილიყვნენ და ახლა გამოვლენილიყო. ჩვენი სამსხურიდან ხუთი პირია კარანტინში გადაყვანილი, ვისაც შეხება ჰქონდათ ორ მედპერსონალთან“, – განაცხადა მარეხ ბექაიამ.