თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე სტუმრებს ფოტოალბომი „აფხაზეთი XIX საუკუნე“ გადაეცემათ
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე სტუმრებს ფოტოალბომი „აფხაზეთი XIX საუკუნე“ უსასყიდლოდ გადაეცემათ.
ფოტოალბომი შეიქმნა აფხაზური მხარის თხოვნით და დასაბეჭდად მომზადდა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ინსტიტუტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ, საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.
ფესტივალი 25 მაისიდან 28 მაისის ჩათვლით „ექსპო ჯორჯიის“ მე-11 პავილიონში გაიმართება.