თბილისის შვიდ რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის შვიდ რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
გლდანის რაიონში ელექტროენერგია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის, მუხიანის II მიკრორაიონის, მეტრო „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორიის, თიანეთის, იპოლიტოვ-ივანოვის, ხევძმარის, ილია ვეკუას, დავით სარაჯიშვილის, ხიზაბავრის, ქერჩის, აკაკი ვასაძის, შეშელიძის, ხიზამბარელის, ფეიქართა და წყალსადენის ქუჩების მაცხოვრებლებზე.
დიდუბის რაიონში, დიღმის მასივის III, IV კვარტლებში, კოსმონავტების სანაპიროზე, აკაკი ბელიაშვილის, მიქელაძის, გუდაუთის, ელიავას, აგლაძისა და სტანისლავსკის ქუჩებზე ელექტროენერგიის მიწოდება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეწყდება.
ნაძალადევის რაიონში ელექტრომომარაგება 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I კვარტლის, თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, თემქის დასახლების X კვარტლის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I, II კვარტლების, თემქა-ავშნიანის დასახლების, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ჩარგლის, ანაპის 414-ე დივიზიისა და ჯაფარიძის ქუჩების აბონენტებზე.
სამგორის რაიონში ელექტროენერგია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, შეზღუდვა შეეხებათ კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ენუქიძისა და ქიზიყის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა გავრცელდება ქვემო ალექსეევკის დასახლებაში, ფაღავას, კორნელი სანაძის, ქიზიყის, ერმაკოვისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე.
13:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხებათ ვარკეთილის III მასივის VI კვარტლის, კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) და მეტრო „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიის მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში ელექტრომომარაგება 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ზემო ვეძისის დასახლების, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ელგუჯა ამაშუკელის, მაჭავარიანის, მუხრანის, ზემო ვეძისის, ნადარეიშვილის, შარტავას, ნუცუბიძის, დელისის, კამანის, გაზაფხულის, ჯებაშვილისა და ინტენსიფიკაციის ქუჩების აბონენტებზე.
ჩუღურეთის რაიონში, მარჯანიშვილის ქუჩაზე ელექტროენერგიის მიწოდება 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეწყდება.
ვაკის რაიონში, ჭავჭავაძის გამზირისა (ნაწილობრივ) და პეტრიაშვილის ქუჩის აბონენტებს ელექტრომომარაგება 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეზღუდებათ.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – ნათქვამია „თელასის“ განცხადებაში.