თბილისის საზაფხულო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია იწყება. რეგისტრაცია დრეს, 12:00 საათიდან შესაძლებელი იქნება ელექტრონულად თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე www.kids.org.ge.
სააგენტოს ინფორმაციით, ვებგვერდზე იმუშავებს მხოლოდ საზაფხულო ბაღების რეგისტრაციის ფორმა, სადაც აპლიკანტებმა უნდა შეავსონ სავალდებულო ველები სასურველი რაიონის, საბავშვო ბაღის, ასაკობრივი ჯგუფის, ასევე, აღსაზრდელისა და მშობლის პირადი მონაცემებისა და საკონტაქტო ინფორმაციის შესახებ. რეგისტრაცია ვაკანტური ადგილების შევსებამდე გაგრძელდება.
როგორც ბაგა ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, კახაბერ გვანცელაძე აღნიშნავს, ბაღების სერვისს წელს, ივლისის თვეში 13 000 აღსაზრდელი დედაქალაქის 40 საბავშვო ბაღში უფასოდ მიიღებს.
„ყოველ წელიწადს აქტივობა არის მაღალი, აქედან გამომდინარე წელსაც ველით მაღალ აქტიურობას.
საზაფხულო ბაღები არის თბილისის მერიის და ბაგა ბაღების მართვის სააგენტოს სოციალური პროექტი, რომელიც გულისხმობს 40 ბაღში ივლისის თვეში სააღმზრდელო პროცესის გაგრძელებას.
13 000 აღსაზრდელს მიეცემა საშუალება მიიღოს საჯარო სერვისები, რომელიც ჩვენ ბაღებში იწარმოება. აქედან გამომდინარე, ოჯახებს, რომლებსაც არ აქვთ შესაძლებლობა, რომ ბავშვები გაიყვანონ ქალაქ გარეთ, მათ შეუძლიათ დაარეგისტრირონ ჩვენ ვებგვერდზე ბავშვები, მათი მონაცემები და ამ პროექტში მიიღონ მონაწილეობა, რომელიც თავის მხრივ გულისხმობს სხვადასხვა შემეცნებით, გასართობ ღონისძიებებს“,- განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.
სააგენტოს ინფორმაციით, საზაფხულო ბაგა-ბაღებში რეგისტრირებული აღსაზრდელები მომსახურებას მხოლოდ მიმდინარე წლის ივლისის თვეში მიიღებენ და აღნიშნული რეგისტრაცია არ ეხება 2018-2019 სააღმზრდელო წელს.
თბილისში საზაფხულო ბაღები 2018 წლის 2 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით იმუშავებს შემდეგ ბაგა-ბაღებში:
გლდანის რაიონი – N153, N48 N205, N216, N186
დიდუბის რაიონი – N11, N92, N23, N15.
ვაკის რაიონი – N1, N27, N142, N83, ბაგა-ბაღი „ჩიორა“.
ისნის რაიონი -N202 , N29, N26, N215, N182.
კრწანისის რაიონი -N51, N206.
მთაწმინდის რაიონი – N170, N152, N162
ნაძალადევის რაიონი – N9, N79, N60, N143, N80.
საბურთალოს რაიონი – N197, N171, N112.
სამგორის რაიონი – N128, N12, N210, N45. N196, N72.
ჩუღურეთის რაიონი – N34, N5.