თბილისის საზაფხულო ბაღებში აღსაზრდელების რეგისტრაცია 24 მაისიდან დაიწყება
თბილისის საზაფხულო ბაღებში აღსაზრდელების რეგისტრაცია 24 მაისიდან დაიწყება

თბილისის საზაფხულო ბაღებში აღსაზრდელების რეგისტრაცია 24 მაისიდან დაიწყება, – ამის შესახებ ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა კახა გვანცელაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც კახა გვანცელაძემ აღნიშნა, რეგისტრაცია წარიმართება ელექტრონულად.

მისივე თქმით, საზაფხულო ბაღების სერვისით სარგებლობას წელს 13 000 აღსაზრდელი შეძლებს.

“რეგისტრაციის დაწყების დღეს ვებგვერდზე იმუშავებს მხოლოდ საზაფხულო ბაღების რეგისტრაციის ფორმა, სადაც სავალდებულო იქნება კონკრეტული ველების შევსება რაიონის, საბავშვო ბაღის, ჯგუფის, ასევე აღმზრდელისა და მშობლის პირადი მონაცემებისა და საკონტაქტო ინფორმაციის შესახებ”, – განაცხადა ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახაბერ გვანცელაძემ.

საზაფხულო ბაგა-ბაღებში რეგისტრირებული აღსაზრდელები მომსახურებას მიიღებენ მხოლოდ მიმდინარე წლის ივლისში და აღნიშნული რეგისტრაცია არ ეხება 2018-2019 სააღმზრდელო წელს. თბილისში საზაფხულო ბაღები 2 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით იმუშავებს.