თბილისის სატრანსპორტო კომპანია - დაინფიცირებულია მეტროს 20-მდე მემანქანე, თუმცა მეტროპოლიტენის მუშაობას საფრთხე არ ემუქრება
შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მედიასთან ურთიერთობის მენეჯერი თამაზ რობაქიძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე თბილისის მეტროში დაინფიცირებულია 20-მდე მემანქანე, ხოლო თბილისის მეტროში დასაქმებულია 220 მემანქანე, შესაბამისად მეტროს მუშაობას საფრთხე არ ემუქრება.
„ზოგადად, კომპანიას აქვს ხელშეკრულება კონტრაქტორ კომპანიასთან, რომელიც ჩვენს თანამშრომლებს, რომლებსაც აღმოაჩნდებათ სიმპტომი უტარებს ტესტირებას, რომელიც მოიცავს, როგორც პისიარ, ისე ერთჯერად ტესტს. მათ დაინფიცირებას სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას ვერ დავუკავშირებთ, ვინაიდან მემანქანის კაბინა არის იზოლირებული მგზავრებისგან, შესაბამისად, მათ მგზავრთან არანაირი შეხება არ აქვთ. საიდან არიან დაინფიცირებულები ზუსტად არ ვიცით“, – განაცხადა რობაქიძემ.