თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს ათი ახალი ავტომობილი გადაეცა  
თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს ათი ახალი ავტომობილი გადაეცა  

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს „ფიატის” მარკის უახლესი მოდელის ათი ავტომობილი გადაეცა, რისთვისაც 870 ათასი ლარი გამოიყო.

როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ აღნიშნა, ახალი ავტომობილები აღჭურვილია სამედიცინო გადაუდებელი დახმარებისთვის აუცილებელი უახლესი მოწყობილობით და სრულიად შეესაბამება თანამედროვე ევროპულ სტანდარტებს.

,,თბილისის სასწრაფო დახმარების სამედიცინო ცენტრს გადაეცა ათი ახალი ავტომობილი, თუმცა ეს  საკმარისი არ არის. მომავალ წელს ჩვენ დაგეგმილი გვაქვს 70 ახალი ავტომობილის შესყიდვა. ეს არის იმისთვის, რომ ზოგადად სერვისი იყოს გაუმჯობესებული. ვისურვებდი, რომ არავის არასდროს დასჭირდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის გამოძახება, თუმცა სერვისი იქნება მაღალ დონეზე ყველა მიმართულებით”, – განაცხადა კახა კალაძემ.