თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, 29 ნოემბერს, აქციის დროს პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1974 წელს დაბადებული კ. ქ. პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.
სამინისტროს ცნობით, დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების მიერ გამართულ საპროტესტო აქციაზე კ. ქ. თავს დაესხა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელს და დროშის ტარით თავის არეში ფიზიკური დაზიანება მიაყენა.
გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
ამავე დღეს, პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის და ძალადობის ბრალდებით ოთხი პირია დაკავებული“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.