თბილისის სამხატვრო აკადემიის შენობას ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სამხატვრო აკადემიის შენობას, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა. ამის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ გამოსცა. დოკუმენტი, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აწერს, დღეს, 24 აპრილს, საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.
აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სამხატვრო აკადემიის შენობა გრიბოედოვის 22 ნომერში მდებარეობს.