თბილისის სამხატვრო აკადემიის შენობას ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა

20:08, 24.04.2019

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სამხატვრო აკადემიის შენობას, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა. ამის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ გამოსცა. დოკუმენტი, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აწერს, დღეს, 24 აპრილს, საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.

აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სამხატვრო აკადემიის შენობა გრიბოედოვის  22 ნომერში მდებარეობს.

მსგავსი