თბილისის სამ საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი 16 სექტემბრის ნაცვლად, ოქტომბრის დასაწყისში განახლდება
თბილისის სამ ბაღში სააღმზრდელო პროცესი დაგვიანებით განახლდება.
როგორც საქართველოს პირველ არხს დედაქალაქის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოდან აცნობეს, 126-ე ბაღის რეაბილიტაციის გამო, აღნიშნული ბაღი აღსაზრდელების მიღებას 8 ოქტომბრიდან შეძლებს.
მიმდინარე რემონტის დასრულების შემდეგ, ოქტომბრის დასაწყისში განახლდება სააღმზრდელო პროცესი მე-12 ბაღში. რეაბილიტაცია მიმდინარეობს 144-ე ბაღში, რომელიც მუშაობას ასევე ოქტომბრის დასაწყისში განაახლებს.
დანარჩენ ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დადგენილ ვადაში, 16 სექტემბრიდან განახლდება.