თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯი პროფესიული მომზადების პროგრამებზე მიღებას აცხადებს
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯი პროფესიული მომზადების პროგრამებზე მიღებას აცხადებს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯი აცხადებს მსმენელთა მიღებას პროფესიული მომზადების პროგრამებზე.

საგანმანათლებლო კურსები შექმნილია კოლეჯის პარტნიორი დამსაქმებელი ორგანიზაციების, საქართველოს პირველი არხისა და „კიკალა სტუდიოს“, ფასილიტატორთა ჩართულობით. აღნიშნული პროგრამები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაინტერესებული პირებისთვის, ვინაიდან პროგრამების შექმნის პროცესში გათვალისწინებულია მომავალი დასაქმებისთვის აუცილებელი უნარებისა და ცოდნის შეძენა. ასევე, წარმატებული კურსდამთავრებული მიიღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ ორენოვან სერტიფიკატს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში აქტიურად თანამშრომლობს სახელმწიფო და კერძო უმაღლეს სასწავლებლებთან, რომლებიც სტუდენტებს მედიის მიმართულებით სთავაზობენ აკადემიურ პროგრამებს.

პროგრამებზე სწავლა 100%-ით დაფინანსებულია USAID-ის პროგრამის, „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ პროექტის „პარტნიორობა პროფესიების განვითარებისთვის“ და ა(ა)იპ პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ.

მიღება ცხადდება შემდეგ მოკლევადიან პროგრამებზე:

  • კონტენტის შემქმნელი
  • ხმის ოპერატორი
  • განათების ტექნიკოსი
  • სარეკლამო ფოტოგრაფი

„კონტენტის შემქმნელის“, „ხმის ოპერატორის“ და „განათების ტექნიკოსის“ პროგრამების ფარგლებში საწარმოო პრაქტიკა განხორციელდება საზოგადოებრივ მაუწყებელში, ხოლო „სარეკლამო ფოტოგრაფიის“ საწარმოო პრაქტიკა – „კიკალა სტუდიოში“.

რეგისტრაცია დასრულდება 19 ნოემბერს, ხოლო სწავლა დაიწყება 4 დეკემბერს.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია წარმატებული კურსდამთავრებულების დასაქმების შესაძლებლობა.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ კოლეჯს, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-18:00 შუალედში, ნომერზე – 2 910260 ან ეწვიეთ ბმულს.