თბილისის საჯარო ბაღები, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული, მუშაობას 30 ნოემბრიდან განაახლებენ
თბილისის საჯარო ბაღები, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული, არჩევნების მეორე დღეს, 29 ნოემბერს, არ იმუშავებს. 28 ნოემბერი კი, როგორც ცნობილია, არჩევნების გამო, მთელი ქვეყნის მასშტაბით უქმე დღედ არის გამოცხადებული.
როგორც დედაქალაქის ბაგა-ბაღების სააგენტოდან პირველ არხს აცნობეს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მეორე დღეს საჭირო იქნება აღნიშნული ბაღების დალაგება და სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება, რის გამოც აღსაზრდელებს ვერ მიიღებენ.
ყველა დანარჩენ საბავშვო ბაღში 29 ნოემბერს სააღმზრდელო პროცესი ჩვეული გრაფიკით წარიმართება. თბილისში მდებარე 180 საჯარო ბაღიდან საარჩევნო უბანი 150-შია გახსნილი.