თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დღეს სრულდება. ფესტივალს ცნობილი ლიეტუველი რეჟისორის ოსკარას კორშუნოვასის დადგმა „ტარტიუფი” დახურავს.
კორშუნოვასმა მოლიერის კომედია დღევანდელი დღის პერსპექტივიდან დაინახა.
სპექტაკლი ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსული სახელმწიფო დრამატურგიული თეატრის დიდ სცენაზე იქნება წარმოდგენილი.
ქართველი მაყურებელი მას 110 წუთის განმავლობაში შესვენების გარეშე ნახავს.