თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აცხადებენ, რომ სტამბოლის მიმართულებით დღეს დაგეგმილი რეისები განრიგის შესაბამისად შესრულდება
თურქეთში თოვლისა და უამინდობის გამო წუხელ თბილისიდან სტამბოლის „საბიჰა გოგჩენის“ აეროპორტის მიმართულებით ოთხი რეისი გაუქმდა.
როგორც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აცხადებენ, „პეგასუსის ავიახაზებისა“ და „თურქეთის ავიახაზების“ თვითმფრინავებიები სტამბოლის „საბიჰა გოგჩენის“ აეროპორტში მოსული თოვლის გამო თბილისში ვერ გამოფრინდა, რის გამოც თბილისიდან სტამბოლისკენ დაგეგმილი რეისებიც გაუქმდა.
აეროპორტის მონაცემებით, სტამბოლის მიმართულებით დღეს დაგეგმილი რეისები განრიგის შესაბამისად შესრულდება.
ამ დროისთვის მიმდინარეობს მგზავრების რეგისტრაცია „თურქეთის ავიახაზების“ რეისზე #TK 379, რომელიც აეროპორტ „სტამბოლის“ მიმართულებით 12:20 საათზე გაფრინდება.