თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა რამდენიმე რეისი უკვე მიიღო
თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა რამდენიმე რეისი უკვე მიიღო

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტმა რამდენიმე რეისი უკვე მიიღო.

როგორც საქართველოს პირველ არხს „ტავ ჯორჯიაში“ განუცხადეს, „ეარ არაბიას“ შარჯა-თბილისის რეისი უკვე შესრულდა თბილისის აეროპორტში.

„დუბაის სამი რეისიდან, ორი დაფრინდა თბილისში, ერთი – ბაქოში, უზბეკეთის ავიახაზების ტაშკენტი-თბილისის რეისი სოჭის აეროპორტში დაფრინდა“, – აცხადებენ „ტავ ჯორჯიაში“.

მათივე ინფორმაციით, ბაქოს, ერევნისა და სტამბოლის რეისები, რომლებიც თბილისში დილის საათებში უნდა ჩამოფრენილიყო, რამდენიმე საათით გადაიდო.

ძლიერი ნისლის გამო, დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე რეისი ვერ დაფრინდა.