თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა მსოფლიოში ყველაზე დიდი სატვირთო თვითმფრინავი მიიღო
თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა მსოფლიოში ყველაზე დიდი სატვირთო თვითმფრინავი An-225 Mriya მიიღო.
სტრატეგიული ავიაგადამზიდი უკრაინული ავიაკომპანია Antonov Airlines-ის საკუთრებაშია. მისი წონა (ტვირთის გარეშე) 285 ათასი კილოგრამია, სიგრძე 84 მეტრი, სიმაღლე კი 18.2 მეტრია.
Mriya – An-225 ტიპის ერთადერთი ავიაგადამზიდია, რომელმაც პირველი ფრენა 1988 წელს განახორციელა.
Mriya-ს რამდენიმე რეკორდი აქვს დამყარებული, მათ შორის ტვირთამწეობის აბსოლუტური რეკორდი – 253.8 ტონა.
ფოტო: ტავ ჯორჯია