თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე სასტუმრო აშენდება
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე სასტუმრო აშენდება

პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე 120 ნომრიანი სასტუმრო აშენდება.

უძრავი ქონება ელექტრონულ აუქციონზე შპს „ფუჯინ სილქ ფროფერთიმ“ 1 851 000 ლარად იყიდა.

პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში, ეს უკვე რიგით მეცხრამეტე გაყიდული ობიექტია, სადაც მალე სასტუმროს ინფრასტრუქტურა მოეწყობა.

პროექტის ფარგლებში, ჯამში უკვე გაყიდულია 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების უძრავი ქონება, ხოლო სასტუმროების ასაშენებლად განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა 107 მილიონზე მეტს შეადგენს.