თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში საყოველთაო რეგისტრაციის მეორე ეტაპი დღეს იწყება
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში საყოველთაო რეგისტრაციის მეორე ეტაპი დღეს იწყება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში საყოველთაო რეგისტრაციის მეორე ეტაპი დღეს იწყება.

როგორც ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახაბერ გვანცელაძემ განაცხადა, ბაღებში რეგისტრაცია პირველი ეტაპი 12 ივნისს დაიწყო.

„რეგისტრაცია ორ ეტაპად იყოფა, პირველი ეტაპი გახლავთ პრიორიტეტული ბავშვების რეგისტრაცია, სადაც შვიდი კატეგორია არის, ძირითადად სოციალური სტატუსის მქონე ბავშვები არიან, ხოლო მეორე ეტაპი იწყება 19 ივნისს, 12:00 საათზე ე.წ. საყოველთაო რეგისტრაცია, როცა უკვე ყველა მსურველს შეეძლება ბავშვი დაარეგისტრიროს. პრინციპი არის დასწრებითობის, მოვუწოდებთ მშობლებს, მობილიზებული იყვნენ და წინასწარ გაეცნონ ჩვენი განაცხადის ფორმას, რომელიც არის ჩვენს ვებგვერდზე: kids.org.ge“, – განაცხადა კახა გვანცელაძემ.