თბილისის საბალეტო ფესტივალის ფარგლებში, აღდგენილი ბალეტების პრემიერა გაიმართება
თბილისის საბალეტო ფესტივალის ფარგლებში, აღდგენილი ბალეტების პრემიერა გაიმართება

თბილისის საბალეტო ფესტივალის ფარგლებში, აღდგენილი ბალეტების პრემიერა გაიმართება. 22 და 23 ივნისს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ჰოლგერ სიმონ პაულის „კონსერვატორია“ და ანდრე მესაჟეს „ორი მტრედი“ იქნება წარმოდგენილი.

„კონსერვატორია” თბილისის სცენაზე ავგუსტ ბურნონვილის ქორეოგრაფიით იქნება ნაჩვენები;

დამდგმელი ბალეტმაისტერები – ფრენკ ანდერსენი, ევა კლობორგი;
დამდგმელი დირიჟორი- ზაზა კალმახელიძე;
დირიჟორი- ირაკლი ჩოლოყაშვილი.

„ორი მტრედი“ – ფრედერიკ ეშტონის ქორეოგრაფია;

დამდგმელი ბალეტმაისტერი- კრისტოფერ კარი;
დამდგმელი დირიჟორი- ზაზა კალმახელიძე;
დირიჟორი- პაპუნა ღვაბერიძე.