თბილისის სააპელაციო სასამართლომ ათი ოპოზიციური საარჩევნო სუბიექტის ერთიანი სარჩელი არ დააკმაყოფილა
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ათი ოპოზიციური საარჩევნო სუბიექტის ერთიანი სარჩელი არ დააკმაყოფილა.
ოპოზიციური პარტიები რეგიონების საარჩევნო ოლქებში შემაჯამებელი ოქმების გაბათილებას ითხოვდნენ და ამ საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებდნენ.
სააპელაციო სასამართლომ სარჩელის პირველ ნაწილი გუშინ განიხილა და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, რომელიც თბილისს ეხებოდა.
ოპოზიცია საკითხის გასაჩივრებას ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში გეგმავს.
“გადაწყვეტილების შემდეგ სამოქმედო გეგმა არის, რომ ევროპულ სასამართლოს მივმართოთ და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში მივაღწიოთ ივანიშვილის რეჟიმის საერთაშორისო იზოლაციასა და მისთვის ფინანსური სანქციების დაკისრებას”, – განაცხადა კახა კუკავამ.