თბილისის სააპელაციო სასამართლომ ათი ოპოზიციური საარჩევნო სუბიექტის ერთიანი სარჩელი არ დააკმაყოფილა

18:13, 07.11.2017

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ათი ოპოზიციური საარჩევნო სუბიექტის ერთიანი სარჩელი არ დააკმაყოფილა.

ოპოზიციური პარტიები რეგიონების საარჩევნო ოლქებში შემაჯამებელი ოქმების გაბათილებას ითხოვდნენ და ამ საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებდნენ.

სააპელაციო სასამართლომ სარჩელის პირველ ნაწილი გუშინ განიხილა და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, რომელიც თბილისს ეხებოდა.

ოპოზიცია საკითხის გასაჩივრებას ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში გეგმავს.

“გადაწყვეტილების შემდეგ სამოქმედო გეგმა არის, რომ ევროპულ სასამართლოს მივმართოთ და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში მივაღწიოთ ივანიშვილის რეჟიმის საერთაშორისო იზოლაციასა და მისთვის ფინანსური სანქციების დაკისრებას”, – განაცხადა კახა კუკავამ.

მსგავსი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ათი ოპოზიციური საარჩევნო სუბიექტის ერთიანი სარჩელი არ დააკმაყოფილა

15:14, 06.11.2017

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ათი ოპოზიციური საარჩევნო სუბიექტის ერთიანი სარჩელი არ დააკმაყოფილა და თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

ოპოზიციის საერთო სარჩელზე გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარემ თეა ძიმისტარაშვილმა გამოაცხადა.

ოცი ოპოზიციური პარტია თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას ითხოვდა და ამ საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა.

მსგავსი