თბილისის რამდენიმე უბანში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, დედაქალაქის რამდენიმე უბანში აბონენტების ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
დიდუბის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო გზატკეცილის, აღმაშენებლის ხეივნის მე-9 კილომეტრის, დიღმის მასივის I, V კვარტლების, ლუბლიანას, აკაკი ბელიაშვილის, ნინო ჯავახიშვილის, ესმა ონიანის, ჭოხონელიძის, ბოხუას, მიხეილ ჭიაურელის, ახმეტელის, ჩაჩავას, მიხეილ იოსელიანის, მიქელაძისა და რონდელის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 10:00 საათიდან 13:00 საათამდე დროის შუალედში ერთსაათიანი მონაცვლეობით შეზღუდვა შეეხება: სამტრედიის, აგლაძის, ხოშარაულისა და ალექსი გოგოლაურის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის მაცხოვრებლებს.
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მიხეილ წინამძღვრიშვილის, მარჯანიშვილისა და ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და სანაპიროს ქუჩის მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქინძმარაულის, ნაკადულის, ჯავახეთისა და გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი – საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: პეკინის გამზირის, დოლიძისა და კოსტავას ქუჩების მაცხოვრებლებს.
საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
საინვესტიციო პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, ოთარ ჩხეიძის, ნუცუბიძის, თოფურიასა და პეტრე ქავთარაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი – საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაგების დასახლების, უჩანეიშვილისა და იმედაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფალიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი – საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ათონელის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი – საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის მაცხოვრებლებს.
საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თორნიკე ერისთავის ქუჩის მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი – საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI და VIII მიკრორაიონების (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ კომპანია „თელასში“.