თბილისის რამდენიმე რაიონში მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
გადაუდებელი სამუშაოების გამო, დღეს, 20 მარტს თბილისის რამდენიმე რაიონში მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
გლდანის რაიონი – 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გლდანის V მიკრორაიონის, მუხიანის II, IVბ მიკრორაიონების, გიორგი ავალიშვილის, ალეკო გობრონიძისა და ვახტანგ ფირცხალავას ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი – 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: აბაშიძისა (ნაწილობრივ) და ფალიაშვილის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი – 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: წინანაურის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვარკეთილი-3 „დ“ ქუჩის, ვარკეთილი-3 I, III, IV კვარტლების (ნაწილობრივ), თეთრი ხევის დასახლების, შუამთის, თენგიზ ჩანტლაძისა და ახვლედიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი – 12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ციხისძირის ქუჩის მაცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.