კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო დედაქალაქის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
ისნის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ), ვაზისუბნის I მიკრორაიონის, მეტრომშენის დასახლების და შალვა მშველიძის ქუჩის მცხოვრებლებს.
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ), ვაზისუბნის II, IV მიკრორაიონების, ვაზისუბნის IV მიკრორაიონის I, II კვარტლების, დავით კვაჭანტირაძის, ემზარ სულაქველიძის, ალუბლების და იოზეფ პილსუდსკის ქუჩების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, მოსკოვის გამზირის, ჯავახეთის და გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 დასახლების II მიკრორაიონის, ვარკეთილის ზემო პლატოს II მიკრორაიონის და საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩის მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი ბელიაშვილის და მიქელაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თიანეთის გზატკეცილის, სოფელი გლდანის, გაზის დასახლების, გლდანის ხევის დასახლების, კაჭარავას V ქუჩის, თამარ მეფის, ჯანჯღავას, გლდანულას, გლდანის ხევის, გლდანის, კაჭარავას და ელეფთერ ანდრონიკაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდანის მასივის I, II, VII მიკრორაიონების, მუხიანის IVბ მიკრორაიონის, ხიზანიშვილის, ხევისპირის, ქერჩის, ვარდისუბნის, 26 მაისის, ბორითის, ბოლნისის და თერგის ქუჩების მცხოვრებლებს.
მთაწმინდის და კრწანისის რაიონები – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ტაბახმელას, კოჯრის და წავკისის მცხოვრებლებს.
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, სოფელი ფონიჭალას, ფონიჭალის დასახლების, სვანების დასახლების, ილორის, იოსებ ჟორდანიას, თამაზ ხვიტიას, აფხაზეთის და გაგრის ქუჩების მცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ „თელასში“.