თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს პირველ ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს პირველ ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
ვაკის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვერეს I და II შესახვევების, ძმები ზუბალაშვილების ჩიხის, კოსტავას, მელიქიშვილის, ყაზბეგის, ბაქრაძის, ზანდუკელის, ქიაჩელის, ახვლედიანის, ვაშლოვანის, ნიკოლაძის, ეკალაძის, მაჭავარიანის, ჭოველიძის, მილორავას, ბარნოვის, ბელინსკის, ზიჩის, კოტეტიშვილის, ჟორდანიას, ბესიკის, შევჩენკოს, აბაკელიას, თარხნიშვილის, შანიძის, ხორავას, ჯანაშიას, სვანიძის, გუდაურის, გურგულიასა და ტატიშვილის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი – 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქავთარაძის ქუჩის მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი წავკისის, კოსტავასა და ჭოველიძის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის, გულუას, გულიასა და ნიშნიანიძის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების IIა მიკრორაიონისა და იოსელიანის ქუჩის მოსახლეობას.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.