თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დღეს, 24 დეკემბერს თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

კრწანისის რაიონი​ – 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: თაბორის მთის, შოთა ნიშნიანიძის, შავთელის, ილია და ნინო ნაკაშიძეების, ბარათაშვილის, ჩახრუხაძის, ერეკლე მეორის, ავლევისა და გრიშაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: მეტრო „ღრმაღელის“ მიმდებარე ტერიტორიის, ზღვისუბნის დასახლების Xა, Xბ მიკრორაიონების, სანზონის დასახლების, გურამიშვილის გამზირის, ღრმაღელის, სანერგეს, ქსნის, ჩარგლისა და ქვიშხეთის ქუჩების მაცხოვრებლებს. 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: თორნიკე ერისთავის ქუჩის მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ქინძმარაულის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი -​ 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: კახეთის გზატკეცილის, საბანაკოს დასახლების, გუჯარეთის, მელაანის, ალექსანდრე თანდაშვილის, თამაზ პაპიაშვილის, ჯორჯ ბუშისა და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ბახტრიონის, საბურთალოსა და სულხან ცინცაძის ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, პეკინის გამზირის, არჩილ სულაკაურის, იოსებიძისა და დელისის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი – ​10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გლდანის მასივის VI მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.