თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 23 დეკემბერს თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
დიდუბის რაიონი – 05:00 საათიდან 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: აკაკი წერეთლის გამზირის, გორის, ვლადიმერ ვორონინის, სლავა მეტრეველის, იამანიძის, ბათუმის, ქურდიანისა და მაიაკოვსკის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გლდანის მასივის I მიკრორაიონის, სოფელი გლდანის, მუხიანის აგარაკებისა და მუხიანი-2 დასახლების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ზღვისუბნის დასახლების Xა, Xბ მიკრორაიონების, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის II კვარტლის, გურამიშვილის გამზირის, ხევძმარის, ქსნისა და არბოს ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დაბა წყნეთის, დაბა კიკეთისა და სოფელი დიდების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ილია ჭავჭავაძის გამზირისა (ნაწილობრივ) და ქობულეთის ქუჩის მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ბახტრიონისა და ცინცაძის ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ნუცუბიძის პლატოს I, II, IV მიკრორაიონების, ჟღენტის, ერმილე ბედიას, მიხეილ თამარაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ჭირნახულის ქუჩის მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დაბა ტაბახმელას, დაბა კოჯრის, გმირთა მოედანის, ვარაზისხევის მიმდებარე ტერიტორიის, თარხნიშვილის, ლუარსაბ შარაშიძის, ღამბაშიძის, ბოცვაძის, კოსტავას, ქუჩიშვილის, როდენის, ვერიკო ანჯაფარიძის, იაკობ ნიკოლაძის, მელიქიშვილის, მიხეილ თუმანიშვილის, სოფიკო ჭიაურელის, კოტე მახარაძის, შიო მღვიმელისა და ანანურის ქუჩების მაცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ „თელასში“.