თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დღეს, 13 დეკემბერს თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
ისნის რაიონი – 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: კვეზერელი-კოპაძის, წურწუმიას, დედოფლისწყაროს, თელავის, ირბახის, ახმეტის, ქურხულისა და ბადიაურის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გლდანის მასივის I, III, V მიკრორაიონების, მუხიანის IVბ მიკრორაიონის, მუხიანის აგარაკების, წყაროთუბნის დასახლების, გლდანის ხევის დასახლების, წყაროთუბნის, გობრონიძის, ვაშაკიძის, სამთავროს, ვარდისუბნის, კალოუბნის, ხევისპირის, მწვანეს, ფარსმან II ქველის, მარინა ტაბატაძის, დავით ჯაბიძის, იაკობისა და კერესელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გლდანის მასივის III მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი – 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გურამიშვილის გამზირის, ცოტნე დადიანის, ჭყონდიდელის, თორნიკე ერისთავის, მექანიზაციისა და მაგნიტოგორსკის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი – 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ნინო რამიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: პეკინის გამზირის მაცხოვრებლებს. 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონისა და ჟღენტის ქუჩის მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი – 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: წითლანაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.