თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დღეს, 10 დეკემბერს თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
საბურთალოს რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვაჟა-ფშაველას გამზირის, სოფელი დიღმის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის, მარკო პოლოს, ალექსანდრე მაჭავარიანის, დავით ბატონიშვილის, პეტრიწის, მეფე მირიანის, მიხეილ თამარაშვილისა და ქავთარაძის ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სააკაძის მოედნის, ზემო ვეძისის დასახლების, ვაშლიჯვრის დასახლების, გელოვანის გამზირის, ვახუშტი ბაგრატიონის, გოძიაშვილის, გაგარინის, გოთუას, ბროწეულის, იასამნის, ბუდაპეშტის, ვაზისუბნის, ივანე (იოანე) მარუშიძის, ლვოვის, მამია ალასანიას, ალმასიანის, ყუშიტაშვილის, უნივერსიტეტისა და კარტოზიას ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: აეროპორტის დასახლების, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის, ვარკეთილი-3 დასახლების I, II, III, IIIა, IV მიკრორაიონების, სამგორის დასახლების, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ჯავახეთის, ვიქტორ კუპრაძისა და ქინძმარაულის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი – 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: პირველი რესპუბლიკის მოედნის, მელაანის, გუჯარეთის, ალადაშვილის, დმანისის, ერევნის, ხივინის, კონსტანტინე ერისთავისა და ლადო მესხიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი – 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სოფელი გლდანის, ულიანოვის, ჭრებალოს, ელეფთერ ანდრონიკაშვილის, გაგრისა და ბარისახოს ქუჩების მაცხოვრებლებს. 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: მეტრო „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორიის, მუხიანის II მიკრორაიონის, ავჭალა-1 დასახლების, სამხედრო დასახლების, გლდანი-მუხიანის გადასასვლელის, გლდანის ხევის დასახლების, მუხიანის დასახლების, თეთრი ტბის, მარკ ბრონშტეინის, კორინთას, ხევძმარის, ილია ვეკუას, რამაზ შენგელიას, ალეკო გობრონიძის, ქერჩის, ხიზაბავრის, შეშელიძისა და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი – 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: იერუსალიმის მოედნის, გომის, თონეთის, ასკანის, ბეთლემის, ჯვარედინის, ჰოვანეს თუმანიანისა და კოტე აფხაზის ქუჩების მაცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.