თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დღეს, 9 დეკემბერს თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

ისნის რაიონი​ – 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: მეტრო „ავლაბარის“ მიმდებარე ტერიტორიის, გელათის, იორის, დუშეთის, არარატისა და არმაზის ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: წურწუმიას, ირბახის, მარტყოფის, გურჯაანის, ნასაკირალისა და აბულაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი – 15:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: აეროდრომის დასახლების, ჯავახეთის, აბულაძის, ხომლელისა და კალოუბნის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ონიაშვილის, კანდელაკისა და ცინცაძის ქუჩების მაცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), მაღალაშვილის, გეგეჭკორისა და ლორთქიფანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონისა და ამაშუკელის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი – ​11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: აბაშიძის, ფალიაშვილის, თაქთაქიშვილისა და რიგის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი​ – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: მიქელაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.