თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, დედაქალაქის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
ნაძალადევის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის (ნაწილობრივ), ლოტკინის სანერგე მეურნეობის, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ხუდადოვის, ცოტნე დადიანის, დავით გარეჯელის, ანდრონიკაშვილის, ჟორდანიას, გარეჯის, მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძის, მერი შერვაშიძის, ილია კარტოზიას, მექანიზაციის, ნინო წერეთლის, პაპავების, ადამიას, ბეთაშვილის, ყუბანეიშვილის, ივერთუბნისა და მარიამ დადიანი-ანჩაბაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სოფელი გლდანის, გლდანის მასივის „ა“,I, II, V მიკრორაიონების (ნაწილობრივ), მუხიანის III მიკრორაიონის, თიანეთის გზატკეცილის, ილია ვეკუას, ბოჭორიშვილის, ხიზანიშვილის, გაგარინის, ვართაგავას, მამკოდის, მორეტის, ტაბიძისა და ქერჩის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: უზნაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ალექსიძის, აფაქიძის, კვერნაძისა და ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 13:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: პეტრიწის ქუჩის მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ათონელის ქუჩის მაცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.