თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დღეს, 26 ნოემბერს თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
ჩუღურეთის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ბოდავის I, II ქუჩების, ასპინძის I, II ქუჩების, ახალი არსენალის II ქუჩის, ახუთის, ნინო და კალისტრატე სალიების, პაატა სააკაძის, ეკატერინე ჭავჭავაძის, გუმათის, ლამის, ძეგამის, ხრამჰესის, ბოდავისა და დავით ბერიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი – 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გლდანის მასივის „ა“, I, II მიკრორაიონების, გლდანის ხევის დასახლების, მუხიანის დასახლების (ნაწილობრივ), ფორე მოსულიშვილის, ხევძმარის, ანგია ბოჭორიშვილის, მარატ ნოზაძის, ალეკო გობრონიძის, ომარ ხიზანიშვილის, შეშელიძის, ჯანაშვილის, კაჭარავასა და ჯანჯღავას ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი – 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გულრიფშის, რევაზ ურიდიას, კამალოვის, ლევან ქართლელიშვილის, კახიანის, კიკნაძის, ვასილ თამარაშვილის, სართანიას, ლადო მესხიშვილის, კალიუჟინის, კობალაძი, მიქატაძისა და დობროლიუბოვის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის II, III კვარტლების (ნაწილობრივ), სანაპიროს (ნაწილობრივ), კოსტავას (ნაწილობრივ), ძოწენიძისა და ჩხიკვაძის ქუჩების მაცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დიღმის მასივის I კვარტლის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის I მიკრორაიონის, გიორგი ბრწყინვალეს, პეტრე იბერისა და მეფე მირიანის ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: მერაბ ალექსიძის, ანდრია აფაქიძისა და ბიძინა კვერნაძის ქუჩების მაცხოვრებლებს. 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დელისის III ქუჩის, ალმასიანის, მერაბ ალექსიძის, ბერბუკის, პავლე ასლანიდის, ნადარეიშვილისა და გაზაფხულის ქუჩების მაცხოვრებლებს.
მთაწმინდისა და კრწანისის რაიონები – 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დაბა ტაბახმელის მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: თავისუფლების მოედნის, ლეონიძის, გორგასლისა და გულუას ქუჩების მაცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.