თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დღეს, 11 ნოემბერს თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

ისნის რაიონი​ – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: მუჯირიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი​ – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: აკაკი ბელიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი – ​10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: პასტერისა და უზნაძის ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ნინოშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: აღმაშენებლის გამზირისა და წინამძღვრიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს. 13:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ლოტკინის სანერგე მეურნეობის, ივერთუბნის, რეხის, დურმიშიძის, ჯორჯაძის, ბარაკონის, ბეთაშვილის, აგიაშვილის, ორჯონიკიძისა და გაბუნიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სოფელი დიღმის მაცხოვრებლებს.​ 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სიმონ ჩიქოვანისა და ჭიათურის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი​ – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სამგორის დასახლების, ორხევის დასახლების, ზემო ალექსეევკის დასახლების, ლილოს დასახლების, სოფელი დიდი ლილოს, ვარკეთილი-3 დასახლების IIIა, IV მიკრორაიონების, ვარკეთილის III მასივის VII კვარტლის, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის, საქართველოს ერთიანობითვის მებრძოლთა, კალოუბნის, ჯავახეთისა და იუმაშევის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი​ – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I კვარტლის, თემქის დასახლების III, IV მიკრორაიონების, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, ქსნისა და ფეიქართა ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი​ – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ფალიაშვილისა და აბაშიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გლდანის მასივის III მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.​ 10:00 საათიდან 13:00 საათამდე დროის მონაკვეთში 30-წუთიანი მონაცვლეობით შეზღუდვა შეეხებათ: გლდანის მასივის I, III, V და VII მიკრორაიონების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი​ – 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: შევჩენკოსა და ინგოროყვას ქუჩების მაცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.