თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დღეს, 29 ოქტომბერს თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ყაზბეგის გამზირის, ედიშერ მაღალაშვილის, კალისტრატე ქუთათელაძის, გიორგი გეგეჭკორისა და ქავთარაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: რიჩარდ ჰოლბრუკის, ნავთლუღის, იუნკერთა, 17 შინდისელი გმირის, ძეგლევის, წულუკიძისა და კალოუბნის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გლდანის ხევის დასახლების, დავით სარაჯიშვილის გამზირის, ალექსანდრე წერეთელის, ელვერ კუპატაძის, შუშის, დავით სარაჯიშვილის, ტაძრის, გელა ჭედიას, მონასტრის, წყალსადენის, ზარზმის, ილორისა და ლაზოს ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი - 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ცისარტყელას, ზესტაფონისა და ცოტნე დადიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი – 14:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ჭოველიძის, ბელინსკის, ბარნოვის, ერისთავი-ხოშტარიას, ზანდუკელის, კერესელიძისა და გოგებაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.