თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, დედაქალაქის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
გლდანის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI მიკრორაიონის, ხერგიანის, სარაჯიშვილისა და ილორის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი – 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ჭყონდიდელის, ცისარტყელას, ჭიჭინაძის, ტრაქტორის, ბენდელიანისა და ხრესილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი – 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის, კოსტავასა და ბახტრიონის ქუჩების მაცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.