თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დღეს, 15 ოქტომბერს თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

ნაძალადევის რაიონი​ – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სანზონის დასახლების, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ლოტკინის მთის, ლოტკინის ხევის, ანაპის 414-ე დივიზიის, ვანათის, დომენტი ჟღენტის, ღრმაღელის, მუხრანის, ეფრემ ზაქარაიას, ინწკირველის, კაჭრეთის, ლევან თიგიშვილის, ვასილ თამარაშვილის, მაღაროს, სამღერეთის, ლადო მესხიშვილის, ლევან ცქიტიშვილისა და კონდოლის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი​ – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დაბა წყნეთის, კიკეთისა და ბეთანიის მაცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: უნივერსიტეტისაქ და ოთარ ლორთქიფანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი​ – 10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ჭიაურელისა და ბელიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი​ – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: კახეთის გზატკეცილის, აეროდრომის დასახლების, მერვე ლეგიონის დასახლების, მოსკოვის გამზირის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, ჯავახეთის, ზურაბ ჩაჩუას, ალექსანდრე წულუკიძის, ნოე რამიშვილისა და ლაღიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი – 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: მელიქიშვილის, შანიძის, ხორავასა და ჯანაშიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი – 16:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გლდანის მასივის IIIა, IV, V მიკრორაიონებისა და დავით ჯაბიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი​ – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების, ფარნავაზის გამზირის, გიორგი ბრწყინვალეს, მეფე მირიანის, არქანჯელო ლამბერტის, ჰაინრიხ კლაპროთის, კრისტიან სტივენის, იაკობ რაინეგსის, კრისტოფერო კასტელის, ოსკარ შმერლინგის, ფრედერიკ მონპერეს, მაქს ტილკეს, დემეტრე თავდადებულის, პეტრე იბერის, პეტრიწის, ვეფხისტყაოსნის, ტარიელისა და თინათინის ქუჩების მაცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ კომპანიაში.