თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 8 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: კახეთის გზატკეცილის, აეროპორტის დასახლების, ორხევის დასახლების, ალექსეევკის დასახლების, ზემო ალექსეევკის დასახლების, მერაბ კოსტავას, თენგიზ ჩანტლაძისა და ახვლედიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ლაზოს ჩიხის, დავით სარაჯიშვილის, კაჭარავას, გელა ჭედიასა და ედიშერ გარაყანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გლდანის მასივის II მიკრორაიონის, ფორე მოსულიშვილისა და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: მუხიანის II და III მიკრორაიონების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: მუხიანის IVა და IVბ მიკრორაიონების მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: რუსთაველის გამზირის, ათონელის, ჭანტურიასა და ვირსალაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი – 06:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, ქოშიგორის დასახლების, დიღომი VII დასახლების, ვაშლიჯვრის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის, დიღმის მასივის I კვარტლის, გელოვანის, ჯორჯ ბალანჩივაძის, ვიქტორ ნოზაძის, გრიგოლ ფერაძის, ყუშიტაშვილის, პიმენ ყურაშვილის, ძმები კარბელაშვილების, გოდერძი ჩოხელის, ჩაჩავას, აისის, პეტრიწისა და ბაქრაძის ქუჩების მაცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი – 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: აკაკი ბელიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს. 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: მეტრო „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიის, აკაკი წერეთლის გამზირის, რობაქიძის გამზირის, ქსნისა და კარალეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი – 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ცოტნე დადიანის, ალილუევის, ხიმშიაშვილისა და ვახტანგ მახალდიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი – 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ისნის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიის, ევროპის მოედნის, მეტეხის აღმართის, ქეთევან დედოფლის გამზირის, კახეთის გზატკეცილის, აწყურის, ცუცხვათის, შორაპნის, ისანის, შირაქის, გიორგი ლასხიშვილის, ჩეხოვის, რუისის, ჯორბენაძის, მეტეხისა და დუტუ მეგრელის ქუჩების მაცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.