თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიღმის მასივის I კვარტლის, ქოშიგორის დასახლების, ვაშლიჯვრის დასახლების, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, მისის დასახლების, სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის, აკაკი გელოვანის, ბერაძის, ძმები კარბელაშვილების, მიქელაძის, სიხარულის, ყურაშვილის, ნოზაძის, სარიშვილის, უდაბნოს მონასტრის, აკაკი ბაქრაძის, ჩაჩავას, ხახულის, გრიგოლ ფერაძის, მაღლაკელიძის, პეტრე ქავთარაძის, ხელაშვილის, გვიმრაძის, ენუქიძისა და სოლოღაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: კახეთის გზატკეცილის, სადგურ „ლილოს“, სოფელ დიდი ლილოს, ლილოს დასახლების, აეროპორტის დასახლების, იუმაშევის, გუმათჰესის, ცისკარიშვილის, მოსკოვისა და ჭიჭინაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონი – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ელიას მთის, ვაზისუბნის III მიკრორაიონის II კვარტლის, ვაზისუბნის II, IIა მიკრორაიონების, ალადაშვილის, ერევნის, ხეივნის, დმანისისა და კონსტანტინე ერისთავის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დაბა კიკეთისა და ბეთანიის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.