თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

ჩუღურეთის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), მარჯანიშვილის, ტეტელაშვილის, უზნაძისა და უშანგი ჩხეიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), წყალტუბოს, ქურდიანის, მაიაკოვსკისა და მეტრეველის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: კერესელიძის, თორაძის, მაყაშვილის, ზანდუკელის, ჭოველიძის, ღამბაშიძის, შარაშიძის, თარხნიშვილის, კოსტავას, ქუჩიშვილის, როდენის, ვარაზისხევის, ვერიკო ანჯაფარიძის, ნიკოლაძის, მელიქიშვილის, შიო მღვიმელის, მიხეილ თუმანიშვილის, კოტე მახარაძის, სოფიკო ჭიაურელისა და ანანურის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გლდანის მასივის „ა“, VIII მიკრორაიონების, იპოლიტოვ-ივანოვის, ხევძმარის, რომან ჭელიძის, დავით სარაჯიშვილის, ხიზაბავრის, ხარაძის, ქერჩის, შეშელიძის, ხიზამბარელის, ზარზმის, ილორისა და ვეკუას ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდისა და კრწანისის რაიონები -​ 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ჩიტაძის, შევჩენკოს, ინგოროყვას, ლეონიძის, დოდო აბაშიძისა და მაჩაბელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სამგორი-2 დასახლების, კახეთის გზატკეცილის, ვარკეთილის მეურნეობის, ვარკეთილი-3 დასახლების, სამრეწველო დასახლების, მეტროს „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიის, თვალჭრელიძის, ბერიაშვილის, გახოკიძის, მაისურაძის, დამპალოს, აბაშვილისა და კაკლიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი – 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ბერი გაბრიელ სალოსის გამზირისა და კალოუბნის ქუჩის მაცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.