თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
მთაწმინდის რაიონი – 15:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ლეონიძის, ლერმონტოვის, პაოლო იაშვილის, ლორთქიფანიძის, ინგოროყვასა და ჭონქაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: აეროპორტის დასახლების, ლილოს დასახლების, ლოჭინის ხევის, რკინიგზის ჩიხის, კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ქვემო ალექსეევკის დასახლების, ბოგდან ხმელნიცკის, ბერი გაბრიელ სალოსის, ხვედელიანის, იგოთის, დავითაშვილის, ქებურიას, გუჯეჯიანის, შანშიაშვილის, იუმაშევის, დავითაშვილის, ალექსი შიუკაშვილისა და რკინიგზის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ფილარმონიის მიმდებარე მიწისქვეშა გადასასვლელის, ნიკო ნიკოლაძის, ვერეს, კოსტავას, ქიაჩელის, მელიქიშვილისა და ახვლედიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: კუკიის დასახლების, ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, თამარ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), ელისაბედ ჩერქეზიშვილის, ზურაბ ქვლივიძის, გოცირიძის, გორკის, ბაქოს, არგვეთის, წყაროს, ზაქარია ვეშაპურის, ტყეკულტურის, გურგენიძის, მახალდიანის, კელაპტრიშვილის, ხუდადოვის, ცოტნე დადიანის, ზაქრაძის, სტურუას, გრომოვის, ქურდიანის, თოფურიძის, აფხაზეთის, მანგლისის, მიხეილ მესხის, ზაზიშვილის, გრომოვის, ლალიონის, იონა მეუნარგიას, ტყეშელაშვილის, ზაქრაძის, ვეშაპურის, სტურუას, გურგენიძის, ბიჩინაშვილის, მარუაშვილის, ღუდუშაურის, მეუნარგიას, ასათიანისა და სარკინეთის ქუჩების მაცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), სამტრედიისა და აგლაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი – 10:30 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ბერი გაბრიელ სალოსის, ბოგდან ხმელნიცკის, ნარგიზის, რუსუდანის, ივლეთის, სამგორისა და ციხისძირის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი – 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გლდანის მასივის I მიკრორაიონის, ხევძმარის, ილორის, ზარზმისა და სარაჯიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი – 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: თემქის X კვარტლის მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი – 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: საირმის ქუჩის მაცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.