თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
მთაწმინდის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ჩიტაძის, ბერიძის, ჩაიკოვსკის, ინგოროყვასა და ჭონქაძის ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: რუსთაველის გამზირის, ვერეს შესახვევის, ვერეს ბაღის, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიის, ნიკო ნიკოლაძის, კოსტავას, ქიაჩელის, მელიქიშვილის, ახვლედიანის, ზიჩის, კოტეტიშვილის, ჟორდანიას, ბესიკის, ძმები ზუბალაშვილებისა და შევჩენკოს ქუჩების მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ გორგასლის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ილია ჭავჭავაძის გამზირის, ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიის, თამარაშვილის, ტიციან ტაბიძის, გიორგი მუხაძის, ფალიაშვილის, ყიფშიძის, მიშველაძის, დარიალის, კავსაძის, მოსაშვილის, ირაკლი აბაშიძის, მარუხის გმირთა, რაზმაძის, აბაშელის, არაყიშვილის, კოკა კლდიაშვილისა და მცხეთის ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ბაგების დასახლებისა და წყნეთის გზატკეცილის მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: წერეთლის გამზირის, დიდუბის შესახვევისა და აგლაძის ქუჩის მაცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ სპირიდონ კედიას ქუჩის მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დავით აღმაშენებლის გამზირისა და კიევის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი – 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირისა და სამგორის დასახლების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი – 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვაჟა-ფშაველას IV და VII კვარტლების მაცხოვრებლებს. 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სოფელი დიღმის, მეფე მირიანის, არმაზის, ვეფხისტყაოსნის, თინათინის, ავთანდილის, ტარიელის, ასმათის, ფატმანისა და დავარის ქუჩების მაცხოვრებლებს. 16 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ ქუთათელაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი – 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: მეტრო ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის მასივის I მიკრორაიონის, ომარ ხიზანიშვილისა და გობრონიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.