თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის, სიმონ ჩიქოვანის, ბალანჩივაძისა და დოლიძის ქუჩების მაცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დიღმის სასწავლო მეურნეობის, ნუცუბიძის, შავიშვილის, თოფურიასა და ფერაძის ქუჩების მაცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: თამარაშვილისა და ცინცაძის ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დიდი დიღმისა (ნაწილობრივ) და სოფელი დიღმის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ნუცუბიძის, ასათიანისა და ზემო დელისის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სოფელი გლდანის, გლდანის ხევის დასახლების, ლიბანის, გაგრის, ღამბაშიძის, 9 ძმა ხერხეულიძის, სალხინოს, დოდო აბაშიძის, აკაკი ხორავასა და გრიშაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გლდანის მასივის IV, V მიკრორაიონების მაცხოვრებლებს. 14:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დავით სარაჯიშვილის, გმირ კურსანტთა და ქერჩის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: რუსთავის გზატკეცილის, სოფელი თელეთის, სოფელი ფონიჭალის, ფონიჭალის დასახლების, ქვემო ფონიჭალის დასახლების, სოღანლუღის, მარნეულისა და ვაგზლის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვარკეთილი მასივის ზედა პლატოს, ვარკეთილი-3 II, III, IIIა მიკრორაიონების, ვარკეთილი-3 I, IV, X კვარტლების, ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონის II რიგის, მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), მერვე ლეგიონის დასახლების, აეროპორტის დასახლების, სამხედრო დასახლების, კახეთის გზატკეცილის, კალოუბნის, კაკლიანის, აბაშვილის, საცხენისის, ვიქტორ კუპრაძის, სესილია თაყაიშვილის, დვალის, ელდარის, ლაღიძის, ნოე რამიშვილის, შუამთის, ზურაბ ჩაჩუას, ჯავახეთის, ლორთქიფანიძის, თრიალეთის, წულუკიძისა და გიორგი მელიქიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი – 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, კახეთის გზატკეცილის, აწყურის, ცუცხვათის, შორაპნის, შირაქისა და ლასხიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: აღმაშენებლის გამზირის, ივანე ჯავახიშვილის, ჩაჩუას, მარჯანიშვილის, ნინოშვილის, ჩუბინაშვილის, წინამძღვრიშვილის, ზურაბ ჭავჭავაძისა და კიტა აბაშიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სპირიდონ კედიას, ლუბლიანას და ბელიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი – 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: აბაშიძის, ფალიაშვილისა და თაქთაქიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.