თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გლდანის მასივის III, IIIა მიკრორაიონების, სარაჯიშვილის, ჭედიას, კაჭარავასა და ლაზოს ქუჩების მაცხოვრებლებს. 10:30 საათიდან 12:30 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: მეტრო „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის მასივის I მიკრორაიონის, ალეკო გობრონიძის, მარატ ნოზაძისა და ხევძმარის ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გლდანის ხევის დასახლების, ელეფთერ ანდრონიკაშვილის, ულიანოვის, ლიბანისა და ბარალეთის ქუჩების მაცხოვრებლებს. 14:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის, ხიზაბავრის, ხიზამბარელის, ვასაძისა და ვეკუას ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი – 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: მოსკოვის გამზირის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ელიას მთის, მეველის, ნიაბის, ბეთანიის, სომხეთის, შილდის, გოლოვნის, კვესეთის, საინგილოს, ბზიფის, თეძამის, მიხეილ მრევლიშვილის, თამაზ მუჯირიშვილის, კიკეთის, ბეღლეთის, კაიშაურის, გალავნის, სამხედროს, განთიადის, დომინიკა ერისთავის, ჟონეთის, მარტყოფისა და სათემოს ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი – 00:30 საათიდან 08:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვეკუას ქუჩის მაცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ბროსეს ქუჩის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სოფელი დიღმის, სოფელი ზურგოვანის, ქოშიგორის დასახლების, მუხათგვერდის დასახლების, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის, ფარნავაზის გამზირის, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), შარტავას, იოსებიძის, პეტრე იბერის, პეტრიწის, დემეტრე თავდადებულის, ჩოხელის, ასი ათასი მოწამისა და სამაჩაბლოს ქუჩების მაცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ლვოვის, კანდელაკის, ონიაშვილისა და ბუდაპეშტის ქუჩების მაცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვაჟა-ფშაველას IV კვარტლის მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირისა და გაბაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: აღმაშენებლის გამზირის, ტოვსტონოგოვის, კარგარეთელის, უზნაძის, ივანე ჯავახიშვილის, გორკის, ნათიშვილისა და ბუხაიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი – 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, ზღვისუბნის დასახლების Xა, Xბ კვარტლების, შეშელიძისა და ხევძმარის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვარკეთილის III მასივის ზემო პლატოს, ნავთლუღის დასახლების, რაზიკაშვილის, გუმათჰესისა და ჭიჭინაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სამრეწველო დასახლების, თვალჭრელიძისა და მაისურაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ილია ჭავჭავაძის გამზირის, ფალიაშვილისა და კავსაძის ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ცხვედაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი – 15:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ლუბლიანასა და ჭიაურელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ივერის ქუჩის მაცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.