თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
ვაკის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), წყნეთის გზატკეცილის, მალხაზ დოლიძის, უჩანეიშვილის, წყნეთის, იმედაძისა და ნინო ჟვანიას ქუჩების მაცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ფალიაშვილის, არაყიშვილისა და ირაკლი აბაშიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი – 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ლაღიძის, ბესიკისა და გრიბოედოვის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ღამბაშიძის, თარხნიშვილის, როდენის, ქუჩიშვილის, მელიქიშვილის, იაკობ ნიკოლაძისა და კოსტავას (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი – 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, ზღვისუბნის დასახლების IV მიკრორაიონის, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ლოტკინის სანერგე მეურნეობის, სამღებროს, ხუდადოვის, სამღერეთის, ფილიას, მარიამ ივანიშვილი-დემურიას, ინტერნატის, წერონისის, ანაპის, უცნობ გმირთა, ცოტნე დადიანის, ჭყონდიდელის, ბენდელიანის, ზესტაფონის, სერგი ჭილაიას, ლევან რჩეულიშვილისა და ზღვისუბნის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), კახეთის გზატკეცილის, ჯავახეთის, ენუქიძის, ქიზიყის და გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი – 09:30 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: შარტავასა და თაბუკაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ყაზბეგის გამზირის, სოფელი დიღმის, დიდი დიღმის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), საირმის გორის, საირმის, ცაგარელის, მიცკევიჩის, საბურთალოს, შმიდტის, ბურძგლას, მინდელისა (ნაწილობრივ) და მეფე მირიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ქავთარაძის, ნუცუბიძისა და შავგულიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი – 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დოლაბაურის მოედნის, ლეხ კაჩინსკის (ნაწილობრივ), ბოჭორმისა და დოლაბაურის ქუჩების მაცხოვრებლებს.
12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, აწყურის, ლეხ კაჩინსკისა (ნაწილობრივ) და კასპის ქუჩების მაცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.